ჩვენ შესახებ

logo
slider left

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

კომპანია York Towers-ის ერთ-ერთი პროექტი Bianca Batumi 29,445 კვ. მ-ზეა გაშენებული, რომელიც ორ 16-სართულიან, ორ 18-სართულიან აპარტ-ოტელს და ერთ 20-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ბრენდული სასტუმრო, რომელთაგან ერთ-ერთი „Ibis Styles Batumi“-ია. 

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული 1000-ზე მეტი ბინა უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტითა და ხარისხიანი მომსახურებით. დახვეწილი არქიტექტურის წყალობით, თითქმის ყველა აპარტამენტს აქვს ულამაზესი ხედი ზღვაზე და ახალ ბულვარზე. აპარტამენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხის მოპირკეთებითა და დიზაინით. პროექტი მოიცავს სამი ტიპის აპარტამენტებს: ერთ საძინებლიან, ორ საძინებლიან და სტუდიო ტიპის აპარტამენტებს. ყველა მათგანს აქვს აივანი ზღვის ხედით. 

Bianca Batumi თანამედროვე მყიდველს პრემიუმ ურბანულ რეზიდენციებს სთავაზობს, ხელახლა განსაზღვრავს და ადგენს სახლის ახალ კონცეფციას. ის, რაც ოდესღაც ოთხი კედლით შემოიფარგლებოდა, ახლა თქვენი პიროვნების გაგრძელებაა, კომფორტის, სიმსუბუქისა და შთაგონების ადგილი.

თუკი ექსკლუზიურობა, გამორჩეული მდებარეობა და საუკეთესო ხედები ბათუმში საკმარისი არაა, თქვენ გელით პრემიუმ კლასის მრავალფეროვანი რეკრეაციული და გასართობი ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველაზე ჩვეულებრივ დღესაც კი გამორჩეულს გახდის.

რეკრეაციული ზონის ფართობი 13,000 კვადრატული მეტრია. კომპლექსს აქვს ეზო, 27 მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რესტორნები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, გასართობი და დასასვენებელი ობიექტები, უფასო პარკინგი.

თითოეული ბინა აღჭურვილია მაღალი ხარისხის კარის ჭკვიანი საკეტებით, მაღალი დონის დაშიფვრით. ასევე ჭკვიანი თერმოსტატებით, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ტემპერატურა.

Bianca Batumi-ის სასტუმრო ტიპის კომპლექსს კომპანია York Towers გთავაზობთ. York Towers უკვე 6 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანია დაარსებიდან მალევე გახდა ლიდერი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში და დღეისათვის წამყვანი მასტერ-დეველოპერია ბაზარზე, რომლის ინოვაციური პროექტები ქმნიან საცხოვრებელი, სავაჭრო, სასტუმრო და გასართობ-რეკრეაციული ობიექტების საკულტო პორტფოლიოს, რაც მისი მფლობელი ჰოლდინგის - York Holding Group-ის ხედვის რეალიზებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კომპანია 7 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო მისი მთლიანი აქტივების პორტფელი დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.


რას გთავაზობთ?

გარემონტებული აპარტამენტები ზღვის სანაპიროზე

აპარტამენტები დასრულებილი რემონტით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით და ჭკვიანი სახლის ფუნქციებით. აპარტამენტებში გამოყენებულია: 

  • ენერგოეფექტური ქაფ-ბლოკი, ხმის იზოლაციის ფუნქციით;
  • ეკოლოგიურად სუფთა კაპაროლის ბრენდის საღებავი;
  • გერმანული ბრენდი VEKA-ს კარ-ფანჯარა; 
  • VITRA-ს ანტიბაქტერიული, მარტივად საწმენდი, თანამედროვე დიზაინის აბაზანის აქსესუარები

გარემონტებული აპარტამენტები ზღვის სანაპიროზე

"ჭკვიანი სახლი" როცა შორს ხართ

ჩვენი პრიორიტეტია აპარტამენტების მფლობელებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ყველა აპარტამენტი აღვჭურვეთ „ჭკვიანი სახლის“ (SMART HOUSE) სისტემით, რაც საშუალებას მოგცემთ დისტანციურად მართოთ თქვენი აპარტამენტი. ჭკვიანი სახლის 4 ფუნქცია: 

  • მოძრაობის დეტექტორი; 
  • კვამლის დეტექტორი; 
  • წყლის გაჟონვის დეტექტორი; 
  • ფანჯარა-კარის გაღება-დაკეტვის სენსორი.

"ჭკვიანი სახლი" როცა შორს ხართ

საიმედო და მომგებიანი ინვესტიცია

სურვილის შემთხვევაში ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს აპარტამენტების გაქირავების მენეჯმენტს, რაც საშუალებას მოგცემთ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

საიმედო და მომგებიანი ინვესტიცია